saqarTvelos mdinareebi - magana
ტერიტორიული ერთეულები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
სათავე | ეგრისის ქედი |
სიგრძე | 34 კმ |
აუზის ფართობი | 141 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 8.1 მ³/წმ |
მდინარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სათავე აქვს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2460 მ. სიგრძე 34 კმ. აუზის ფართობი 141 კმ2. ერთვის მდინარე ენგურს მარცხნიდან დაბა ჯვართან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 8,1 მ3/წმ.